
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ცინიზმით პასუხობს.
მისი თქმით, ლორდთა პალატა "საოცრება" იყო გადავსებული დარბაზით.
"ლორდთა პალატა საოცრება იყო, გადავსებული დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია, მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ესე იგი, 3 კაცი იყო, დავთვალე, დარბაზში.
ერთია ვიღაცა რას ამბობს საქართველოზე, და მეორეა რეალობა. 2012 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი იყო, რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც ის სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს და რა ხდება 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს, რა ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, შეხედეთ, დაელაპარაკეთ საზოგადოებას, კითხეთ ხალხს როგორ გრძნობს თავს, მაშინ რა იყო, დღეს რა იყო, ძალიან მარტივია შედარების გაკეთება", - თქვა კალაძემ.
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატა გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ქვეყნის ხელისუფლებაზე, არაფორმალურ მმართველსა და პოლიტპატიმრებზე მსჯელობდა. იხილეთ: