უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულებს შორის არის ორი ბავშვი. 9 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს 17 მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს. იხილეთ ასევე: