ბელგოროდში მანქანა ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა 4 პირი - Baza

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ბელგოროდის რაიონში მანქანა ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული "ტელეგრამ არხი" Baza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება სოფელ ჟურავლევკაში მოხდა, მანქანაში კი მეთევზეები ისხდნენ. ისინი მდინარის პირას გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ნაღმს შეეჯახნენ. 

"ბაზა" წერს, რომ მანქანაში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი