
მაშველებმა უკრაინის ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის 10 წლის ბავშვია. ხოლო ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იჰორ ტაბურეტსმა განაცხადა, რომ დაღუპული იყო ორი არასრულწლოვანი.
გარდა ამისა, დაშავებულია 18 ადამიანი (მათგან 11 ჰოსპიტალიზებულია), ხოლო 17 ადამიანი (მათ შორის სამი ბავშვი) მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს.