2023 წლის შუა პერიოდში დაიწყება უკრაინისთვის 80-მდე Leopard 1-ის ტანკის გაგზავნა - პისტორიუსი

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება უკრაინაში წინა თაობის 80-მდე Leopard 1 ტანკის გაგზავნა.

European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ასზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა Leopard 1-ისთვის ახლახან დაიწყო ამ კვირაში. 80-მდე Leopard 1-ის ტანკის გადაცემა შუა წლისთვის დაიწყება," - თქვა პისტორიუსმა.

მისი ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საკმარისი უკრაინისთვის უკვე გადაცემული Leopard-ის ტანკები საკმარისი კონტრშეტევისთვის, რადგან რამშტეინის ბოლო შეხვედრაზე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ძირითადად ჭურვებზე, საჰაერო თავდაცვაზე და სათადარიგო ნაწილებზე ისაუბრეს. 

პისტორიუსის თქმით, მიმდინარე წლის მარტში უკრაინამ გერმანიისგან 18 თანამედროვე Leopoard 2, 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა მიიღო და დამატებითი სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი