ომის 430 დღე - როგორ ცხოვრობს კიევი?| "მთავარი არხი" უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

ზუსტად 430 დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას უმკლავდება. ათასობით დაღუპული მშვიდობიან მოსახლეობას შორის, 470-ზე მეტი მოკლული ბავშვი, განადგურებული ინფრასტრუქტურა. მაშინ როცა არავის იცის როგორი იქნება მომდევნო დილა, ან იქნება თუ არა მშვიდობიანი და უსაფრთხო ყოველი ღამე, გამარჯვების რწმენა არასდროს ტოვებს არც ერთ უკრაინელს და არც იმ ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინელების გვერდიგვერდ იბრძვიან მათ შორის ფრონტის წინა ხაზზე, ყველაზე ცხელ წერილებში. 

ომში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად და გასამხნევებლად კიევში ქართველი მომღერლები იმყოფებიან, რომლებიც უკვე მეორე დღეა საქველმოქმედო კონცერტებს მართავენ. 

კონცერტს ესწრება უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერი, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია  - "ეს კონცერტი საქველმოქმედოა და ეხმარება უკრაინელ ჯარისკაცებს. ხალხმა დიდი მადლობა გადაიხადა ნინო ქათამაძეს და ქართველ ხალხს" - ამბობს არახამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი