
უკრაინსი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ჰუმანიტარული კრიზისი უარესდება. ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მედიკამენტების დეფიციტია.
"რეგიონის საავადმყოფოების უმრავლესობის სამხედრო ჰოსპიტალის ოპერატიულ ფორმატზე გადაყვანის შემდეგ, სამოქალაქო მოსახლეობა ვერ იღებს სამედიცინო მომსახურებას", - წერია უწყების განცხადებაში
გარდა ამისა, ეროვნულმა წინააღმდეგობის ცენტრმა აღნიშნა, რომ ადამიანები მედიკამენტების დეფიციტს
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების გამო განიცდიან, რადგან, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ წამლებს რუსი ოკუპანტები იყენებენ.