"მსოფლიომ უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ მას არასოდეს ეპატიება ტერორი" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა მუდმივად უნდა მიიღოს ძლიერი სიგნალები ცივილიზებული სამყაროსგან, რომ მათ არასოდეს აპატიებენ ტერორს", -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთმა მუდმივად მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს რუსული ტერორის არცერთ გამოვლინებას. რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპული უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში" , - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხელს უწყობს ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღის და მათი კომპონენტების მიწოდების შეწყვეტას, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაბლოკვასა და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი