"შევთანხმდით მომდევნო ნაბიჯებზე ორმხრივი დიალოგის ფარგლებში" | ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა.

"საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას, მადლობა გადავუხადე საფრანგეთის მიერ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. განვიხილეთ თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობაში უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე მათი მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით.

ჩვენ კოორდინირება გავუწიეთ ჩვენს პოზიციებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების წინა დღეებში და შევთანხმდით მომდევნო კონკრეტულ ნაბიჯებზე ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.

მე მას დეტალურად გავაცანი ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები მაისსა და ივნისში. ასევე ხაზი გავუსვი უკრაინის თავდაცვის ძალების პრიორიტეტულ საჭიროებებს.

პასუხის სისწრაფე და სპეციფიკურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთის დადასტურებას ჩვენი შეიარაღებული ძალების მძლავრი ჯავშანპაკეტით უზრუნველყოფის შესახებ" - წერს ზელენსკი Facebook-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი