"უნგრელმა ხალხმა უკვე გადაიხადა მაღალი ფასი ამ ომისთვის" | უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ზელენსკის

გამოქვეყნდა:

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიჯარტო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ უნგრეთის ქცევა და მისი ურთიერთობა რუსეთთან არ შეესაბამება ნატოს მოკავშირის სტატუსს.

როგორც სიჯარტო სოციალურ ქსელში წერს, მისმა ქვეყანამ უკრაინაში ომისთვის, "ძალიან მაღალი ფასი" გადაიხადა. 

მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთის, როგორც NATO-ს წევრის ქცევა შეუსაბამო.

"უნგრელმა ხალხმა უკვე გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი ამ ომისთვის. ბევრი უნგრელი - ტრანსკარპატების უნგრეთის საზოგადოების წევრი - უკვე დაიღუპა ამ ომში", - წერს ის 

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს არც ერთ მოკავშირეს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც ნატოს მტერს უწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი