რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ასპარეზობის გამო, უკრაინა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გადაწყვიტა, ბოიკოტი გამოუცხადოს 7-13 მაისს ყატარში, დოჰაში დაგეგმილ ძიუდოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. მიზეზი რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლების მიცემაა.

უკრაინის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიტალი დუბროვა ამბობს, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) არც კი შეუმოწმებია ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსურველი სპორტსმენები და მათ შორის ცსკა-ს არაერთი წევრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი