სიმთვრალის გამო, რუს სამხედროებს მიწისქვეშა საკნებში ათავსებენ | ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო თვეებში რუსმა მეთაურებმა დისციპლინური დარღვევის გამო სამხედროების დასჯა და მათი ე.წ. ზიდანში მიწაში გათხრილ და იმპროვიზებულ საკნებში განთავსება დაიწყეს.

უწყება ბოლო პერიოდში რუსი სამხედრო პერსონალისგან მიღებულ არაერთ ინფორმაციას ეყრდნობა. ცნობების თანახმად, გენერლები სამხედროებს საკნებში ძირითადად სიმთვრალისა და კონტრაქტის შეწყვეტის მცდელობის გამო ათავსებენ.

ყოველდღიურ ანგარიშში დაზვერვა აღნიშნავს, რომ ომის პირველ თვეებში რუსმა მეთაურებმა შედარებით მსუბუქი ზომები მიიღეს და სახლში დაბრუნების მსურველებს ფრონტის დატოვების საშუალება მისცეს, თუმცა 2022 წლის შემოდგომის შემდგომ, რუსეთმა არაერთი "დრაკონული ინიციატივა" დაამტკიცა, რომლებიც ბრძოლის ველზე დისციპლინის ამაღლების მოტივით დისციპლინური ნორმების გამკაცრებას გულისხმობდა.

ანგარიშის მიხედვით, ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის იანვარში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალი გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი