
ბახმუტში, უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო ვოლოდიმირ მუკანი ბახმუტში დაიღუპა, - როგორც უკრაინული მედია, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირზე დაყრნობით წერს, ის 29 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი, ვლადიმერ მუანი 29 აპრილს ბახმუტში დაიღუპა. ომამდე მუკანი მუშაობდა ჟურნალისტად Gazeta po-Ukrainian-ში, ჟურნალ Kraina-სა და Gazeta.ua-ში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო უკრაინის ყველაზე დიდი რეტრო ფესტივალის Old Car Land-ის თანაორგანიზატორი" - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეგახსენბეთ, რომ აპრილში რუსულ აგრესიას BBC News-ის უკრაინის ყოფილი ჟურნალისტი ალექსანდრე ბონდარენკო ემსხვერპლა.