
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის განცხადებით, პირველი მაისის ღამეს მასიური სარაკეტო შეტევისას საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ ნასროლი 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს.
მისი თქმით, რუსები უკრაინას თავს დაესხნენ 9 ტუ-95-ის ტიპის თვითმფრინავით, მურმანსკის ოლქიდან, ხოლო ორი ტუ-160 ტიპის თვითმფრინავით კასპიის ზღვირს რეგიონიდან.
გამთენიისას საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევისა და უკრაინის სხვა რეგიონებში.