დნეპროპეტროვსკში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა - მათ შორის 3 ბავშვია

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის რაიონში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰი ლისაკი ავრცელებს.

"მტერი რეგიონს რაკეტებით თავს დაესხა. მათგან 7 საჰაერო სარდლობამ ჩამოაგდო, თუმცა არის დარტყმებიც. თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია", - დაწერა ლისაკიმ.

ლისაკმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. იქ ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს.

საცხოვრებელ ზონაში დაზიანდა 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასევე 5 მაღაზია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი