ბახმუტში უკრაინის კონტრშეტევით მტერი იძულებული გახდა ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა - სირსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ალექსანდრე სირსკი ამბობს, რომ უკრაინელმა  დამცველებმა მოიგერიეს მტრის შეტევები ლიმანის მიმართულებით და ტყვედ აიყვანეს 10 დამპყრობელი, გარდა ამისა, ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა.

"მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ვაგნერის ახალი თავდასხმის ჯგუფები, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლები, მედესანტეები გამუდმებით გადასროლილები არიან ბრძოლაში. მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის (ბახმუტის - რედ.) კონტროლის ქვეშ აყვანას", - თქვა სირსკიმ.

მისი თქმით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. გენერალი ამბობს, რომ ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების დაცვის გარღვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი