
დნეპროპეტროვსკის რაიონში, ქალაქ პავლოგრადში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. დილით ცნობილი იყო 25 დაშავებულის შესახებ, რომელთა შორის სამი იყო ბავშვი.
დნეპროპეტროვსკას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დაშავებული ყველაზე პატარა გოგო 8 წლის არის.
მისივე თქმით, ორი ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, დანარჩენები კი ამბულატორიულ განყოფილებაში მკურნალობენ.
შეგახსენებთ, რომ პავლოგრადში აფეთქება კვირას, გვიან საღამოს მოხდა. ქალაქში დაზიანდა სამრეწველო საწარმო, 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასევე 5 მაღაზია.