
ვატიკანი მზადაა დაეხმაროს ომის დროს რუსეთში წაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებას. პაპმა ფრანცისკემ ბუდაპეშტში ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც ადამიანურად შესაძლებელია, რომ ოჯახები გაერთიანდნენ.
პაპის თქმით, უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად საიდუმლო სამშვიდობო "მისია" მიმდინარეობს, რომელზეც ჯერ ღიად ვერ ისაუბრებს. მან არ უპასუხა, როდესაც ჰკითხეს, ისაუბრა თუ არა სამშვიდობო ინიციატივებზე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ან უნგრეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების დროს.
"მიმდინარეობს მისია, რომელიც საჯარო არ არის. როცა ის საჯარო გახდება, მე მასზე ვილაპარაკებ", - თქვა რომის პაპმა.
მისივე თქმით, ისინი უკვე დაეხმარნენ ომის ტყვეების გაცვლის მედიაციის პროცესს.