"ოპოზიციას სურს პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში" | თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

"მათ სურთ პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სურს შური იძიოს იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მისი პოლიტიკური ლიდერები "უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა".

"მათ სურთ პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა", - თქვა თალაკვაძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი