რუსებმა ხერსონი დაბომბეს | დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულებს შორის არის ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვას ერთი სამოქალაქო პირი შეეწირა. დაშავდა ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც ის წერს, ბოლო დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები რეგიონს 39-ჯერ დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, რუსებმა ხერსონს 163 ერთეული რაკეტა ესროლეს მძიმე არტილერიის, დრონებისა და ავიაციის გამოყენებით. 

მისივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქში სამოქალაქო დასახლებებიც და სახელმწიფო ინსტიტუტები დაბომბეს. 

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, ინტენსიური დაბომბვების გამო, რეგიონიდან ყოველ დღე, დაახლოებით 62 ადამიანის ევაკუაცია ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი