
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
"სატელეფონო საუბარი გავმართე კანადის პრემიერმინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა. მან აღნიშნა, რომ რუსული აქტივების კონფისკაცია დაიწყება და დასავლეთს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. შევთანხმდით პოზიციებზე NATO-ს სამიტისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების წინა დღეს, - წერს ზელენსკი.