
უკრაინაში, პავლოდარში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 100 საცხოვრებელი ნაგებობა, 5 მარკეტი, 9 სკოლა და საბავშვო ბაღი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, დანგრეულ შენობებს შორის არის 24 რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 80 კერძო სახლი.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი სარაკეტო თავდასხმა პავლოდარზე რუსებმა კვირას, გვიან საღამოს განახორციელეს. უკანასკნელი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 34-მდე ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.