"ბრძოლა გრძელდება, ეს მთავრობა უნდა მორჩეს" | ბექა გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვებას დაკავებულის მამა, ბექა გრიგორიადისი გამოეხმაურა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის გადაწყვეტილების მოსმენა მძიმე იყო, თუმცა ბრძოლას მაინც აგრძელებს.

"ისე თავისუფლად ისხდნენ ეს ორი ცრუპენტელა პროკურორები, რომ თითქოსდა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. 20,000 გირაო რომ შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა მოსამართლემ. მე მგონი, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება სულ ცოტახანში. უბრალოდ, ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. ძალიან არ მინდოდა ეს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს," - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი