
"რა თქმა უნდა მე მოველოდი, რომ ესეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა დღევანდელი სასამართლო, მე მგონი ყველამ ვიცით, რის საფუძველზე მქონდა ეს ვარაუდი. მოსამართლე რაღაცებს კითხულობდა, უკვე ჩანიშნული ჰქონდა რა უნდა ელაპარაკა, იქიდან გამომდინარე კი არ ლაპარაკობდა ადვოკატები რასაც ამბობდნენ, ჩანიშნული ჰქონდა და ლაპარაკობდა წინასწარ ჩანიშნულ ფრაზებს".
- განაცხადა მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.