
ისრაელში დაფუძნებულმა უკრაინა-ისრაელის ასოციაცია NEXUS-მა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Facebook-ის უმაღლეს რადას თავმჯდომარის მოადგილემ, ოლენა კონდრატიუკმა განაცხადა.
"სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღიდან, NEXUS-მა მოაწყო და მიაწოდა უკრაინას 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება", - განაცხადა ოლენა კონდრატიუკმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დახმარებას შორისაა 10 ტონაზე მეტი აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამაშველო სამსახურისთვის, ასევე, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს სტუმრობს.