რუსეთმა "ვაგნერის" მიერ დაკომპლექტებული 400-მდე რუსი პატიმარი ზაპორიჟიეში ჩაიყვანა | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო ძალების შევსებას მსჯავრდებული რუსებით განაგრძობს, რომლებიც "ვაგნერის" სამხედრო კომპანიის მიერ არიან დაკომპლექტებული.

უწყების ცნობით, ცოტა ხნის წინ რუსებმა 400 რუსი პატიმარია ზაპოროჟიეში ჩაიყვანა.

"მტერი ატიმრების ხარჯზე ადამიანური ძალის დანაკარგების შევსებას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, 400-მდე ასეთი პირი ჩამოიყვანა PMC ვაგნერმა  ერთ-ერთ ოკუპანტთა საველე ბანაკში" - აცხადებს უკრაინის გენშტაბი

გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, ანალოგიური შევსებაა მოსალოდნელი ლუგანსკის ოლქში.

ცნობილია ქალაქთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ პოლიგონზე 200-მდე მსჯავრდებულის დაგეგმილი გადამზადების შესახებ. მათივე ცნობით, სწავლება რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი