უკრაინა დღესაც განგაშის სიგნალმა გააღვიძა, თუმცა წინა დღეებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ აღმოსავლეთის რეგიონი იბომბებოდა, დღეს განგაში მთელ ქვეყანაში გამოცხადდა.
რუსული არმიის 17 რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 15 გაანადგურა. ორი რაკეტა ქალაქ დნიპროში აფეთქდა. "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფება და დღეს ჩვენი ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.