
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას სთავაზობს. როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია.
ზელენსკის განკარგულებები ითვალისწინებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას.
შეცნობისთვის უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს. ბოლოს ის 20 მაისამდე გახანგრძლივდა.