"რუსი დამპყრობლები ჩვენგან პასუხს ყოველ თავდასხმაზე მიიღებენ" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რუსი დამპყრობლები მიიღებენ უკრაინის პასუხს ყოველ თავდასხმაზე და უკრაინელი მეომრები ამას უზრუნველყოფენ ყოველდღე და ყოველ ღამით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს, იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს, ეხმარებიან პოზიციებზე მახლობლად მყოფ თანამემამულეებს და მაქსიმალურად ანადგურებენ ოკუპანტს. რაც უფრო ზუსტები არიან უკრაინელები, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინელები ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად განადგურდება რუსული ბოროტება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან იმისთვის, რომ უკრაინის ცა კიდევ უფრო საიმედოდ იყოს დაცული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი