უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ბახმუტში მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური, ალექსანდრ სირსკი ბახმუტის მიმართულებით მებრძოლ ჯარისკაცებთან ჩავიდა. ბახმუტი ამ დრომდე რჩება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად.

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით ოპერაციას და მტერს აღმოსავლეთით ვაკავებთ. მე ჩავედი ჩვენს ჯარისკაცებთან, რომლებიც საბრძოლო მისიებს ბახმუტის მიმართულებით ასრულებენ. 

ხელმძღვანელებთან ერთად, ჩვენ რამდენიმე აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლებიც მიზნად ისახავს ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფასა და მეტოქისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას," - ამბობს სირსკი. 

სირსკის განცხადებით, ჯარისკაცები ყოველთვის უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში, რადგან სწორედ მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ უკრაინა ბახმუტს ინარჩუნებს.

სირსკიმ მადლობა გადაუხადა მებრძოლებს სიმტკიცისთვის, გამბედაობისა და გმირობისთვის და გადასცა მათ საჩუქრები და ჯილდოები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი