
"ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების გვერდის ავლას. ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ასეთ მიმართულებას და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ მის დასაბლოკად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლით, ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ასეთ მიმართულებას და ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მის დასაბლოკად. ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს. გადაწყვეტილება მალე მიიღება", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.