
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, გერმანიის პრესის სააგენტოს (DPA) მასალაში წარმოდგენილი არგუმენტები "შეადგენს მცდარი განსჯების ერთობლიობას, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს აქტუალობა".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს ამჟამად უდიდეს წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და უკრაინის არმიას ევროპაში უძლიერესი უწოდა.
გარდა ამისა, მისივე თქმით უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი და უკრაინის NATO-ში შესვლა მთელი ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება.
"უკრაინა NATO-ს პრობლემა კი არა, უპირატესობაა. ამიტომ, ანონიმური წყაროების არგუმენტების საპასუხოდ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებშია და მოვუწოდებთ პარტნიორებს, გამოიჩინონ ლიდერობა" - წერს ნიკოლენკო.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული.