რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია - თავდაცვის თქმით, მოიგერიეს მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი

გამოქვეყნდა:

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა ღამით დედაქალაქის გარშემო გაანადგურეს მოწინააღმდეგის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. 3 მაისის ღამეს კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქზე შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში ეს იყო რუსეთის მესამე საჰაერო შეტევა, რისთვისაც მტერმა ირანული "შაჰიდის" დრონები გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი