
აშშ-ის ტეხასის შტატში, მეზობლის სახლში ხუთი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მკვლელობა 30 აპრილს მოხდა. პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ცნობილია, რომ ყველა მსხვერპლი ჰონდურასიდან იყო. მოკლულთა შორის არის დედა და 9 წლის ვაჟი.
ტეხასის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი, ფრანცისკო ოროპესა, იპოვეს სახლში, კლივლენდში, ტეხასის შტატში, იმ სახლიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც მკვლელობა მოხდა. ოროპესა - რომელიც მექსიკის მოქალაქეა - "დაიჭირეს კარადაში დამალული", - განუცხადა შერიფმა გრეგ კაპერსმა ჟურნალისტებს სამშაბათს საღამოს პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატების ტეხასის პოლიციის ცნობით, კაცმა თავისი ხუთი მეზობელი მას შემდეგ მოკლა, რაც მათთან ნახევრად ავტომატური იარაღის გამოყენების გამო იკამათა.
ამავე თემაზე: