ბელარუსის სასამართლომ, ოპოზიციონერ ჟურნალისტს რომან პროტასევიჩს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის სასამართლომ, ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და ბლოგერს, ტელეგრამ არხ Nexta-ს ყოფილ მთავარ რედაქტორს რომან პროტასევიჩს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში.

დაუსწრებლად, 19 და 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ Nexta-ს დამფუძნებელს სტეპან პუტილოს და ტელეგრამის არხის ყოფილ რედაქტორს იან რუდიკს, რომლებსაც ბელარუსის სასამართლო "შეთქმულების გენერალური გეგმის განხორციელებას" ედავებოდა, ბელორუსში ძალაუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მიზნით.

Nexta ბელარუსში აღიარებულია "ექსტრემისტულ და ტერორისტულ" ორგანიზაციად. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2020 წლის აგვისტოში, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისას. 

შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი 2021 წლის 23 მაისს დააკავეს. ლუკაშენკოს დავალებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, მინსკში დასვეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი