
უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, ქალაქ ხერსონსა და მის მეზობელ ტერიტორიებზე რუსეთის დაბომბვას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა.
ლუბინეცის თქმით რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს მიზანმიმართულად ესხმის თავს.
"ესენი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელსაც რუსეთმა სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება ჩამოართვა. აგრესორ ქვეყანას მიზანში აქვს საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რკინიგზა. ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც აგრესორი უნდა დაისაჯოს! ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ", - დაწერა ლუბინეცმა.