
დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა სხვა გზა აღარ რჩება.
უპირობო კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერაც კი არ არის საჭირო. მოგეხსენებათ, ამას ჰიტლერმაც არ მოაწერა ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება.
- წერს Telegram-ზე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. უკრაინა ბრალდებებს უარყოფს.