"21 გარდაცვლილი და 48 დაშავებული... ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა" | ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა, რომელთა შორის 2 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ეს მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური - იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი თავისი ჭურვებით ტოვებს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონსა და ხერსონის სხვადასხვა რეგიონებში" - დაწერა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი