
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
"ეს უახლესი პაკეტი უკრაინას დაეხმარება, გააგრძელოს თავდაცვა რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომისგან. რუსეთს შეუძლია ომი დღესვე დაასრულოს, მაგრამ სანამ რუსეთი ამას არ გააკეთებს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან, იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭიროა", - თქვა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ჰაუბიცებისთვის, საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რაკეტებს, მცირე იარაღსა და საბრძოლო მასალას, სატვირთო მანქანებსა და მისაბმელიან მანქანებს მძიმე ტექნიკის ტრანსპორტისთვის, ასევე სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საველე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია უკრაინის დაცვის გაძლიერებისთვის.