უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში იყო - ოდესაში ჩამოაგდეს "შაჰიდის" დრონი წარწერით "მოსკოვისთვის"

გამოქვეყნდა:

დილის 6 საათამდე კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. 

დედაქალაქში განგაში 3,5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 "შაჰედის" დრონი ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს 3 დრონი შეეჯახა. დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ ყოფილან.

სამხრეთის სარდლობა ამბობს, რომ დრონებზე, რომლებიც ჩამოაგდეს ეწერა "მოსკოვისთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი