"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი. მან განცხადება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"ოპოზიციური ტელეარხის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვისას" დაკავებული, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - წერს სენატორი.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით წერილი გაუგზავენს ევროპარლამენტარებმაც.