ნორვეგია უკრაინელი ლტოლვილების დაფინანსებას ზრდის

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის მთავრობა 2023 წლის განახლებულ ბიუჯეტში უკრაინიდან ლტოლვილების საჭიროებებისთვის ხელმისაწვდომ სახსრებს გაზრდის, - ინფორმაციას უკრაინულია მედია The Local-ზე დაყრნობით წერს. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ახალი ბიუჯეტი მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

"ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს 2023 წელს სულ 35 000 ლტოლვილის განთავსება, მაგრამ უახლესი პროგნოზები, რაც ჩვენ ვნახეთ, აჩვენებს, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი ლტოლვილის განსახლება", - განაცხადა შრომისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრმა მარტე მიეს პერსენმა.

ახალი პროგნოზის მიხედვით, ნორვეგიაში, შესაძლოა, 43 000-მდე ლტოლვილი ჩავიდეს. ამიტომ მთავრობა რიგ რეგიონებში დაფინანსების გაზრდას სთავაზობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი