"მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერისთვის" | ზელენსკი ნიდერლანდების მეფეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდრეს აუდიენციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ზელენსკი წერს, ნიდერლანდების მეფეს უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა გადავუხადე ნიდერლანდებს უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, ასევე მეფისა და სამეფო ოჯახის პირადი ზრუნვისთვის უკრაინელებისთვის, რომლებიც ნიდერლანდებში ომისგან თავშესაფრის საძიებლად ჩავიდნენ“, - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმის პირველივე დღიდან უკრაინა გრძნობს, რომ ნიდერლანდები და მათი ხალხი უკრაინის გვერდითაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი