რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს | ვინ დგას კრემლზე თავდასხმის მიღმა

გამოქვეყნდა:

ვინ დგას კრემლზე თავდასხმის მიღმა? მოსკოვში ამერიკელებს ადანაშულებენ და უკრაინელებზე შურისძიებას იწყებენ. მთელი ღამის განმავლობაში ოკუპანტი რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს უტევდა. დასახლებულ უბნებში ჩამოგდებულ დრონებზე მკაფიოდ იკითხება წარწერები - „კრემლისთვის“ - რაც ეჭვს არ ტოვებს, რომ კრემლზე თავდასხმას მოსკოვი მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბით პასუხობს.

მხოლოდ ქალაქ ხერსონში რომელიც ბოლო საათებში 16-ჯერ დაიბომბა, 23 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. თუმცა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ადასტურებს დრონებით თვდასხმაში მონაწილეობას, აცხადებს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით უკრაინელების შეშინება შეუძლებელია.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი