"უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს" | რუტე

გამოქვეყნდა:

"ნიდერლანდები პარტნიორებთან ერთად განიხილავს უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ვარიანტებს, ამ საკითხში არანაირი ტაბუ არ არსებობს" - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ჰააგაში, უკრაინის პრეზიდენტსა და ბელგიის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან და სხვებთან, რათა ეს დისკუსია დასრულებამდე მივიყვანოთ. ეს სენსიტიური საკითხია. დრო გვჭირდება საერთო დასკვნამდე მისასვლელად, მაგრამ ჰაუბიცები ახლა უკრაინაშია და ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკები უკრაინას უკვე მიეწოდება" - განაცხადა რუტემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი