
ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალურ შემხვევებზე პასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს რომ უწყების ხელმძღვანელი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამიტომ გომელაურმა და უწყების სხვა მაღალჩინოსნებმა თანამდებობა უნდა დატოვონ.
"დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე, ფაქტობრივად და იმ სტრუქტურების ვერ მუშაობაზე, გაუმართაობაზე. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, შს მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის მოურავების რომლებმაც დედაქალაქი გადააქციეს მაფიის ცენტრად და ამ ქვეყანაში გადაადგილება უკვე არის ფაქტობრივად ძალიან საშიში. უმნიშვნელოვანესია სასწრაფოდ გადადგეს შს მინისტრიც და მაღალი თანამდებობის პირები რომლებსაც ევალებათ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება", - ამბობს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლისას 2 პირი დაიჭრა - ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე - მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იხილეთ: