კარგი იდეაა ბატონო კახი, შთამაგონეთ, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო - კრამონი კალაძეს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პასუხობს "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში კანდიდატად წარადგინოს.

კრამონმა "ოცნების" ლიდერის განცხადების პასუხად იხუმრა, რომ კალაძის იდეა მოსწონს და ამ საკითხზე მუშაობა შესაძლებელია. 

"კარგი იდეაა, ბატონო კახი კალაძე. 

თქვენ შთამაგონეთ მე - რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე. 

[ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!] ,- წერს კრამონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი