
ბრიტანეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის განახლება რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებს ეხება. დაზვერვა ამბობს, რომ სარკინიზო ავარიების შემთხვევები გაიზარდა და ისინი უცნობი აქტორების მიერ ჩადენილ დივერსიას მიეწერება.
უწყება ამბობს, რომ ასეთმა შემთხვევებმა თითქმის შეაფერხა რკინიგზის მიწოდება რუსული ძალების საჭიროებისთვის - ყოველ შემთხვევაში, მცირე ხნით მაინც კონკრეტულ ადგილებში.
"მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო ეკიპაჟებს შეუძლიათ სწრაფად აღადგინონ ხაზები, ეს ინციდენტები ზრდის ზეწოლას რუსეთის ფედერაციის შიდა უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ რუსეთის ვრცელი და დაუცველი სარკინიგზო ქსელის თავდასხმებისგან სრულად დაცვას", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
წინა მიმოხილვაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, მოუწევს საწვავის მიწოდების სისტემის შეცვლა უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში საწყობებზე რეგულარული დარტყმების გამო.