
უკრაინამ 80 დაღუპული დამცველის ცხედარი დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯარისკაცების ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ ღირსეულად დაკრძალვისთვის.
"დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადაყვანა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისიის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა",- ნათქვამია განცხადებაში.