
"ის განცხადებები, ის გამოსვლა ზოგადად პრემიერმინისტრისა, მე არ მგონია, რომ იქ რაიმე იყო ისეთი რაც შეიძლება დასაწუნი ყოფილიყო, ან თუნდაც არათავსებადი ევროპულ ღირებულებებთან. თუ ღირებულებები იმას გულისხმობს, რომ ჩვენ გვეკრძალება იმ ღირებულებებზე საუბარი, ფიქრი, ერთგულება იმ ღირებულებებისა, რაზეც პრემიერმა ღარიბაშვილმა ილაპარაკა. თუ ეს არის იმ პარტიის ღირებულებები, ეს რა საკვირველია ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა დავფიქრდეთ, მათ შორის ურთიერთობებზეც, ზოგადად"
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ მათი პარტნიორი "ევროპელი სოციალისტების პარტიის" განცხადებაზე, რომელმაც პრემიერის CPAC-ში მონაწილეობა დაგმო.